06 აპრ 2026
8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკზე უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად. დაზიანებულია 6 მრავალსართულიანი კორპუსი და 2 კერძო სახლი.
უკრაინული დრონების სამიზნე პორტის ნავთობტერმინალი იყო. დრონებით თავდასხმის შემდეგ ნოვოროსიისკის პორტში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
რუსული მხარის განცხადებით, ქალაქის თავზე 148 დრონის განეიტრალება სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქალაქის მერმა განაცხადა, რომ განეიტრალებული დრონის ნამსხვრევები მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, თუმცა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ეს ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დრონებით თავდასხმა იყო.