ირანმა ისპაჰანში აშშ-ის სამაშველო ოპერაციას წარუმატებელი უწოდა

06 აპრ 2026

ირანმა განაცხადა, რომ სამხრეთ ისპაჰანში ჩამოგდებული პილოტის გადასარჩენად ჩატარებული მისიის დროს რამდენიმე ამერიკული თვითმფრინავი განადგურდა.

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ხატამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბ-ბინის წარმომადგენელმა აშშ-ის სამაშველო ოპერაციას „სრული წარუმატებლობა“ უწოდა.

მისივე თქმით, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა „ორი სი-130 ტიპის  სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და ორი ბლექ-ჰაუკის ვერტმფრენი“ გაანადგურეს.