06 აპრ 2026
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს წრიული რბოლის ჩემპიონატის ახალი სეზონი დაიწყო.
ჩემპიონატის გახსნას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი დაესწრო. მან ჩემპიონატის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოვა.
პირველი ეტაპის გამარჯვებული სანდრო თავართქილაძე გახდა, მეორე ადგილი გიორგი ბეჟიტაიშვილმა დაიკავა, მესამეზე კი სანდრო ქაჯაია გავიდა. ტურნირი რვაწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გასულ წელს ჩატარდა.
ღონისძიება წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საავტომობილო ჩემპიონატს, რომლის მიზანია ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარება და პოპულარიზაცია.
საქართველოს ჩემპიონატი სულ ხუთ ეტაპს მოიცავს. წრიული რბოლის ახალი სეზონის მეორე ეტაპი 31 მაისს გაიმართება.