გიორგი გულიაშვილის დუბლი ესპანეთის ლა ლიგა 2-ში

06 აპრ 2026

გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სანტანდერისრასინგისთვის“, რომელიც გასვლით მატჩში „ანდორასთან“ 2:6 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო.

მან ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, ხოლო მე-16 წუთზე დუბლი შეასრულა და „რასინგის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ანდორამ“ ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში შეძლო, მატჩის მეორე ნახევარში კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და, საბოლოოდ, დიდი ანგარიშით მოიგო.

წაგების მიუხედავად, „რასინგმა“ პირველი ადგილი მაინც შეინარჩუნა, გულიაშვილის ანგარიშზე  კი ხუთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.