06 აპრ 2026
NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ „ბოსტონსთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 101:115 დამარცხდა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც „ბოსტონმა“ 11 ქულით მოიგო.
მამუკელაშვილმა 24 წუთი ითამაშა, ამ დროში კი 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 43 მოგებით და 35 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 8 აპრილს, „მაიამისთან“ გამართავს.