საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დუნაბეს თასის გამარჯვებულია

06 აპრ 2026

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დუნაბეს თასზე მესამე მატჩი სლოვაკეთის ნაკრებთან გამართა, მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 18:16 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა წყალბურთელებმა პირველი ორი მეოთხედი 3:4, 3:4 დათმეს, მაგრამ მდგომარეობა დასკვნით ორ მეოთხედში გამოასწორეს, რომელიც 4:3, 8:5 მოიგეს და, საბოლოოდ, ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

მანამდე ქართველებმა კანადისა და ავსტრალიის ნაკრებ გუნდებს მოუგეს. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, რომელიც 7-დან 13 აპრილის ჩათვლით მალტაში გაიმართება.

ტურნირში 24 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, ბრაზილიისა და სლოვენიის ეროვნული გუნდები იქნებიან.