06 აპრ 2026
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებით ოთხი ავიარეისი დანიშნა.
„დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 9 -14 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:
9 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა -16:00 საათზე, მესტია-ნახატხარი გაფრენა – 17:20 საათზე.
14 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 16:00 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 17:20 საათზე.
შეგახსენებთ, ერთი გზის ბილეთის ღირებულება ნატახტარი-მესტიის მიმართულებით 90 ლარს შეადგენს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.