ოდესაზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

06 აპრ 2026

სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა, უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე  რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად.

უკრაინის უდიდეს პორტში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული ობიექტები, სამაშველო ჯგუფები  მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ნანგრევებიდან გადარჩენილების გამოსაყვანად.

გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა დაადასტურა, რომ ოდესაზე ღამით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.

მოსკოვმა გააძლიერა თავდასხმები ოდესაზე, სამხრეთ უკრაინის მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრსა და ქვეყნის უდიდეს პორტზე, რომელიც უკრაინული მარცვლეულისა და სხვა საზღვაო ექსპორტს ახორციელებს.