Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის გრავიტაციული გავლენის სფეროში შევიდა

06 აპრ 2026

Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის გრავიტაციული გავლენის სფეროში შევიდა, რადგან ის კოსმოსში ყველაზე შორეული მანძილის მისაღწევად ემზადება, რომელიც ადამიანს ორიონის ეკიპაჟის კაფსულით ოდესმე მიუღწევია. 

„ეს ნიშნავს, რომ მთვარის გრავიტაციული ძალები ახლა უფრო მეტ გავლენას ახდენს კოსმოსურ ხომალდზე, ვიდრე  დედამიწისა“, - განაცხადა ნასას Artemis 2-ის მისიის მართვის ცენტრის წარმომადგენელმა ჰიუსტონში.

ორიონი“ მთვარის შორეულ მხარეს „თავისუფალი დაბრუნების“ ტრაექტორიით გაივლის - ნაბიჯი, რომელიც ბუნებრივად აბრუნებს კოსმოსურ ხომალდს დედამიწისკენ დამატებითი ძრავის საჭიროების გარეშე. კოსმოსური ხომალდი დედამიწიდან ყველაზე დიდ მანძილს ამ ფაზაში მიაღწევს.

ნასას Artemis 2-ის მისია, რომელიც ოთხშაბათს დაიწყო, სავარაუდოდ, 10 დღე გაგრძელდება.

„Artemis 2“ აშშ-ის მთვარის პროგრამის პირველი ეკიპაჟიანი მისიაა და ადამიანის პირველი მისია მთვარეზე მას შემდეგ, რაც Apolo 17-ის ეკიპაჟმა მთვარე 1972 წლის დეკემბერში მოინახულა. დაახლოებით ექვსსაათიანი მისიის დროს ეკიპაჟი მთვარეს შეუიარაღებელი თვალით და ბორტზე დამონტაჟებული კამერებით დააკვირდება.