ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის მებრძოლთა წარმატება

06 აპრ 2026

წარმატებით იასპარეზეს ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის მებრძოლებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ტაილანდურ კრივში, რომელშიც 30 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ასპარეზობა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის მონაგარი ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონი აკადემიის მთავარი მწვრთნელი გიგა თურმანიძე გახდა, ბრინჯაო მოიპოვეს საბა შავაძემ, სანდრო მგელაძემ და ლუკა ფარტენაძე.

აკადემიის მებრძოლებმა ასევე ახალქალაქის საერთაშორისო ტურნირზეც იასპარეზეს, ამჯერად კიკბოქსინგში, რომელიც K 1-ის ვერსიით ჩატარდა. აქ კი ჩვენმა მებრძოლებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს და ტურნირი 4 ოქროსა და 5 ვერცხლის მედლით დაასრულეს. ჩემპიონები გახდნენ თორნიკე ცივაძე, საბა ბოლქვაძე, ზურა მარკოიძე და ანდრია გუნდაძე.

აკადემიის წარმომადგენელმა გულადი დიასამიძემ ასევ იასპარეზა GFC 37-ზე, რომელიც გურამ თიბილაშვილთან ქულებით დამარცხდა.

ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის მებრძოლები საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც მაისში გაიმართება, ივნისში კი მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან, რომელსაც მოლდოვას დედაქალაქი კიშინიოვი უმასპინძლებს.