06 აპრ 2026
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სალიბაურის პირველ სკოლაში ჩატარდა შეჯიბრება მხიარულ სტარტებში, რომელიც ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის სპორტული თამაშების კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასობრივი განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა.
შეჯიბრებები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, მინი-ფეხბურთში და კალათბურთში. ასპარეზობა კი დღეს მხიარული სტარტებით დასრულდა. შეჯიბრებები ჩატარდა გუნდურ ფორმატში, ოლიმპიური სისტემით და საერთაშორისო მოქმედი წესების შესაბამისად.
გამარჯვებული გუნდები და საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის სიგელებითა და მედლებით.
სპორტული თამაშების კვირეული ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.