ხარების დღესასწაული- საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე წირვას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს

07 აპრ 2026

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს.

წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.