ისრაელი ირანის მოსახლეობას აფრთხილებს

07 აპრ 2026

ისრაელმა ირანის მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკავოს მატარებლით მგზავრობისა და რკინიგზის ხაზებთან მიახლოებისგან, რადგან ეს მათ სიცოცხლეს „საფრთხის ქვეშ დააყენებს“. 

28 თებერვალს ირანზე თავდასხმის შემდეგ ისრაელი აშშ-სთან ერთად ახლო აღმოსავლეთის ამ  ქვეყანასთან ომშია  ჩაბმული.

სოციალურ მედიაში ეს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული ვადა მოახლოვდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით ემუქრება.