ირანი ელექტროსადგურებისა და ხიდების დასაცავად ცოცხალ ჯაჭვს შეკრავს

07 აპრ 2026

ირანის სპორტის მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდებს, ხელოვანებსა და სპორტსმენებს მოუწოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროსადგურებთან ცოცხალი ჯაჭვები შექმნა დონალდ ტრამპის ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე, რომელიც ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში ირანის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებით იმუქრება.

„ჩვენ ხელჩაკიდებულები დავდგებით და ვიტყვით: საჯარო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ომის დანაშაულია“, - წერს პოლიტიკოსი პლატფორმა იქსზე.