07 აპრ 2026
ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აშშ-დან უნგრეთში გაემგზავრა, სადაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება.
თეთრი სახლის განცხადებით, ვენსი ორბანთან ორმხრივ შეხვედრებს დღეს და ხვალ გამართავს. ვენსი ასევე დაესწრება უნგრეთ-ამერიკული მეგობრობის დღისადმი მიძღვნილ მიტინგს.
ვიზიტი უნგრეთში 12 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება, რომელიც ორბანისთვის 2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე რთული იქნება.