07 აპრ 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა ნასას არტემის-ორის მისიის ოთხ ასტრონავტს წარმატება მიულოცა და უთხრა, რომ „ მათ ისტორია დაწერეს და მთელი ამერიკა ამაყად წარმოაჩინეს მას შემდეგ, რაც ორშაბათს კოსმოსში ყველაზე შორ წერტილს მიაღწიეს, ვიდრე ოდესმე ადამიანს უფრენია.
ეკიპაჟმა დედამიწიდან რეკორდული მანძილი - 252,756 მილი გაიარა და მთვარის დაჩრდილულ შორეულ მხარეს შემოუარა.
ტრამპი დაინტერესდა, როგორი იყო კომუნიკაციის გარეშე დარჩენა, როდესაც ორშაბათს მთვარის გარშემო ფრენის დროს ეკიპაჟი სიბნელეში აღმოჩნდა და 40-წუთით მათთან კონტაქტი შეწყდა.
მისიის პილოტმა ვიქტორ გლოვერმა თქვა, მის გუნდს ამ პერიოდში უნდა ჩაეტარებინა „მთვარის შორეული მხარის ყველაზე დეტალური დაკვირვებები ახლოდან“. ტრამპმა სატელეფონო ზარი დაასრულა იმით, რომ მოუთმენლად ელის ასტრონავტების ოვალურ კაბინეტში ვიზიტს და მათ ავტოგრაფებს.
„აპოლოს“ პროგრამის მემკვიდრე „არტემისი“ 2028 წლისთვის, ამ მიღწევის გამეორებას ისახავს მიზნად და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის მთვარის ზედაპირზე გრძელვადიანი პერიოდით დარჩენას, მათ შორის მთვარის ბაზის აშენებას, რომელიც მარსზე მომავალი პოტენციური მისიებისთვის საცდელი პოლიგონის ფუნქციას შეასრულებს.