საქართველოს პირველობა ბადმინტონში

07 აპრ 2026

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, ასევე საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში ბადმინტონში „საქართველოს პირველობა - 2026“ გაიმართა.

ასპარეზობა 11-დან 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში ჩატარდა. შეჯიბრება გაიმართა როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგებში.

ტურნირში 134 სპორტსმენი მონაწილეობდა.