გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ჟირონასთან“ დამარცხდა

07 აპრ 2026

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში „ვილიარეალი“ „ჟირონას“ ესტუმრა, და 0:1 დამარცხდა.

პაუ ნავარომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ეს მატჩის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა.

მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, 35 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.

„ვილიარეალი“ 58 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 12 აპრილს, „ბილბაოს“ ესტუმრება.