ბიუჯეტის პროექტის განხილვა

10 ნოე 2025

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში ამ წუთებში  მთავრობის მიერ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება. პროექტს კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე წარუდგენს. მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35-ნახევარი მილიარდი ლარია. მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების გაზრდილი დაფინანსება, რომელიც 800 მილიონს აჭარბებს.