საერთაშორისო პრაქტიკით, უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის პრეტენზიის მქონე რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელ რგოლს დეკლარაციის საჯაროობა, ბევრ შემთხვევაში მისი წარდგენაც, არ ევალება - სუსი

07 აპრ 2026

დეკლარაციის საჯაროობის საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, განმარტავენ რომ, არასერიოზულია, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები და მათი მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს.

მათივე თქმით, მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, მაგრამ ის საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იქნება.

"საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის პრეტენზიის მქონე რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელ რგოლს დეკლარაციის საჯაროობა, უფრო მეტიც, ბევრ შემთხვევაში, მისი წარდგენაც არ ევალება.

ჩვენს შემთხვევაში, მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი - მისი საჯაროობა. არასერიოზულია უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები და მათი მონაცემები იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი", - განმარტავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.