დაღესტანში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

07 აპრ 2026

დაღესტანში ბოლო კვირის განმავლობაში მეორე მასშტაბური წყალდიდობაა. 15 ქალაქსა და სოფელში 2 ათასზე მეტი სახლი დაიტბორა.

რეგიონული ხელისუფლების განცხადებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. ევაკუირებულია 5 ათასი ადამიანი.

მახაჩკალაში წყალდიდობის შედეგად სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა, ხასავიურტში კი წყალმა ბაზარი წალეკა. დაიტბორა  გზები და ელექტროქვესადგურები, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია თითქმის 20-მდე  რაიონში. უშუქოდ დარჩენილია 327 ათასი აბონენტი.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მახაჩკალაში, ხასავიურტში, ბუინაკსკში, დაღესტანსკიე ოგნიში, კასპიისკში, ასევე დერბენტის, ყარაბუდახკენტის, ხასავიურტის, გუმბეტოვსკის, ბაბაიურტოვსკის, ნოვოლაკსკის და კაიტაგსკის რაიონებში.