07 აპრ 2026
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრები გაიმართება. მადრიდის „რეალი“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს, გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ კი საკუთარ მოედანზე ლონდონის „არსენალს“ მიიღებს.
ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.