07 აპრ 2026
დღეს ბათუმში დასრულდა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-ის აჭარის რეგიონალური თამაშები.
ასპარეზობა სპორტის რვა სახეობაში: ფეხბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში, მხიარულ სტარტებსა და მძლეოსნობაში ჩატარდა.
რეგიონალურ თამაშებში საერთო ჯამში აჭარის 147 სკოლის 40 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა.
გამარჯვებულები დასავლეთ საქართველოს თამაშებზე შეეცდებიან პირველობის მოპოვებას, იქ გამარჯვებულები კი უკვე საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.