საქართველოს ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

07 აპრ 2026

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის იწყებს მზადებას.

აპრილის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრები 9 და 11 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 

საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის 18 მოთამაშით მოემზადება. მათ შორის ერთი დებიუტანტია - დინამო თბილისის ფეხბურთელი საბა ეგრისელაშვილი.