რიგგარეშე სხდომა უმაღლეს საბჭოში

11 ნოე 2025

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე პლენარული სხდომა იწყება.  დღის წესრიგში ორი საკითხია. 

დეპუტატები ორი ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობას უყრიან კენჭს, ესენი არიან: ნადიმ ვარშანიძე და ილია ვერძაძე. 

ისინი მამუკა თურმანიძის და ვახტანგ ბერიძის ადგილმონაცვლეები არიან რომლებიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქედის და ხულოს მერებად აირჩიეს.