თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ევროლიგაზე „პანათინაიკოსთან“ დამარცხდა

08 აპრ 2026

საკალათბურთო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე ბერძნულ „პანათინაიკოსს“ შეხვდა და 79:93 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 22 წუთი გაატარა – მან გუნდს 10 ქულა, 2 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში შენგელიას გუნდს 20 მოგება და 16 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით მერვე ადგილზეა. მონაწილე 20 გუნდიდან პლეიოფში ბრძოლას 10 გააგრძელებს. შემდეგ მატჩს „ბარსელონა“ 10 აპრილს მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილ „მონაკოსთან“ გამართავს.