სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „მაიამი“ დაამარცხა

08 აპრ 2026

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „მაიამი ჰიტთან“ გამართა და 121:95 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 22 წუთი გაატარა. მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ 11 ქულა, 5 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა. „ტორონტო“ 44 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 მატჩი დარჩა.