08 აპრ 2026
ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-6 ტურში „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „რუსთავმა“ ბათუმის „დინამო“ 3:0 დაამარცხა. ანგარიში 61-ე წუთზე ირაკლი იაკობიძემ გახსნა, სამ წუთში მასპინძელთა უპირატესობა ჟან სოუზა დე ალმეიდამ გაზარდა – ორივე გოლი კუთხურის გათამაშებას მოჰყვა. საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე ავთანდილ გუჯაბიძემ დააფიქსირა. „დინამოს“ ექვსი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზეა. მომდევნო ტურში 11 აპრილს ზღვისპირელები თბილისის „დინამოს“ სტუმრად დაუპირისპირდებიან.