„ბაიერნმა“ „რეალი“ დაამარცხა, „არსენალმა“ „სპორტინგს“ მოუგო

08 აპრ 2026

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ბაიერნმა“ „რეალი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა და დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ. მიუნხენელეთაგან გოლები ლუის დიასმა და ჰარი კეინმა გაიტანეს, რასაც კილიან მბაპემ ერთი გოლით უპასუხა. მეორე ნახევარფინალში ლონდონის „არსენალმა“ სტუმრად „სპორტინგს“ ჰავერტცის ერთადერთი გოლით მოუგო. გიორგი ქოჩორაშვილი გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრები 15 აპრილს გაიმართება. დღეს კიდევ ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენი“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ უმასპინძლებს, „ბარსელონა“ კი მადრიდის „ატლეტიკოს“ მიიღებს. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.