აშშ-ის კონგრესის დემოკრატი წევრი ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების მოწოდებით გამოდის

08 აპრ 2026

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ნიუ-მექსიკოს შტატის დემოკრატი კონგრესმენი მელანი სტენსბერი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანამდებობიდან  გადაყენებას მოითხოვს. „ვფიქრობ, აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი ამ ეტაპზე აშშ-ის პრეზიდენტისა და მთავარსარდლის თანამდებობისთვის შესაფერისი არ არის. მოვითხოვ ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებას ტრამპის თანამდებობიდან გადასაყენებლად“-განაცხადა „როიტერთან“ ინტერვიუში სტენსბერიმ.
დემოკრატი პოლიტიკოსი  წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს, მოუწოდებს  კონგრესი დაუყოვნებლივ  შეკრიბოს. სტენსბერის თქმით, ჯონსონი, რომელიც  პრეზიდენტის მოკავშირეა, არაერთხელ თქვა უარი გაეკეთებინა ისეთი რამ, რაც ტრამპს გააღიზიანებდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა  ზეწოლა მოვახდინოთ ჩვენს რესპუბლიკელ კოლეგებზე, რომ იმოქმედონ-თქვა მელანი სტენსერმა.