დიდი დღე მსოფლიო მშვიდობისვთის-ტრამპი

08 აპრ 2026

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეაფასა, როგორც „დიდი დღე მსოფლიო მშვიდობისთვის“, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ახალი „ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა“. თავის სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი  წერს, რომ ირანს შეუძლია „დაიწყოს რეკონსტრუქციის პროცესი“. ტრამპმა სააგენტო ფრანს პრესს განუცხადა, რომ აშშ-მა ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების შემდეგ ირანზე სრული გამარჯვება მოიპოვა. „დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს სურს, რომ ეს მოხდეს, კმარა! საკმარისია მათთვის, ასევე ყველასთვის.  ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის მოწესრიგებაში.  ბევრი დადებითი ქმედება იქნება! დიდი ფული გამოიმუშავება. ირანს შეუძლია დაიწყოს რეკონსტრუქციის პროცესი. ეს შეიძლება იყოს ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა-წერს დონალდ ტრამპი.  აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც ომის მიზნები და ვადები შეცვალა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი აზრით, ვაშინგტონის მიზნები მიღწეულია.