08 აპრ 2026
აშშ-ის ირანთან ორკვირიანი დაზავების შემდეგ თეირანის ქუჩებში ირანის დროშებითა და უზენაესი ლიდერების პორტრეტებით ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი სკანდირებდნენ ანტიამერიკულ და ანტიებრაულ ლოზუნგებს, წვავდნენ აშშ-ის და ისრაელის დროშებს. ტრამპი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა თეირანისთვის წაყენებული ულტიმატუმის ამოწურვამდე ორ საათზე ნაკლები დროით ადრე. ტრამპი თეირანისგან ჰორმუზის სრუტის გახსნას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გამანადგურებელი თავდასხმებითა და მთელი ცივილიზაციის მოსპობით იმუქრებოდა, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ შეთანხმება აშშ-ზე გამარჯვებად შეაფასა და განაცხადა, რომ ტრამპმა მიიღო ირანის პირობები საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ.