სასაზღვრო პოლიციამ 4 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავა

08 აპრ 2026

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი, დააკავეს.  გამოძიებით დაადგინდა, რომ სხვადასხვა დროს, ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ტრაილერში დამალვის გზით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში. დანაშაული  ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.