გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო

08 აპრ 2026

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი დაიწყო გონიო-კვარიათის სანაპიროზე. დემონტაჟამდე კი კაფე-ბარების, ბუნგალოებისა და სავაჭრო ჯიხურების  მფლობელები მერიის შესაბამისმა სამსახურმა გადაწყვეტილების შესახებ  გააფრთხილა. ჯამში საუბარია  35 ობიექტზე.

მათგან ინსპექტირების შემდეგ, მეპატრონეებმა 12 კაფე-ბარი თავად დაშალეს, უკვე  გატანილია 8 ჯიხური. დარჩენილი 15 ობიექტის დემონტაჟის პროცესი კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენე, რომ თუ ობიექტების მფლობელები  დემმონტაჟს თავად არ უზრუნველყოფენ ისინი  კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. მათივე ინფორმაციით, სამუსაოების დასრულების შემდეგ, სანაპირო ზოლი სრულად მოწესრიგდება და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება.