08 აპრ 2026
ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების, მეწარმეობის ხელშეწყობისა და ადგილობრივი სამეწარმეო სექტორის განვითარების მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტის მერია საგრანტო კონკურსს ახორციელებს. კონკურსი ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ნაწილია, რომლითაც უკვე 30-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. მიმდინარე წელს „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ პროგრამის ბიუჯეტი 85 000 ლარს შეადგენს. პროგრამა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მხარდაჭერით ხორციელდება.