08 აპრ 2026
აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგ-კურსი დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული. მათ ლექციები ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორიის, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობების, ექსკურსიათმცოდნეობის, გიდის პროფესიის, ტურის დაგეგმვის, გიდის ფსიქოლოგიისა და საქართველოს ისტორიის შესახებ უტარდებათ. სამთვიანი სატრენინგო პროგრამისას ისინი ასევე შეისწავლიან პირველადი დახმარების საშუალებებს, ბათუმის განაშენიანებას და არქიტექტურას, ტურისტულ მარშრუტებს, ღირსშსანიშნაობებს, კულტურასა და გასტრონომიას. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამაში 55-ზე მეტი ტრენერია ჩართული. ის თეორიულ ტრენინგებთან ერთად მოიცავს ქალაქის მარშრუტებსა და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას და პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს.