მეუფე შიო სამების საპატრიარქო ტაძარში სხვა სასულიერო პირებთან ერთად შვიდგზის ზეთისცხება აღასრულა

08 აპრ 2026

დღეს, დიდ ოთხშაბათს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სხვა სასულიერო პირებთან ერთად შვიდგზის ზეთისცხება აღასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 9 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, 10:00 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვა აღავლენს, 18:00 საათზე კი თორმეტი ვნების სახარებას წაიკითხავენ.