08 აპრ 2026
16-26 აპრილს ბათუმის სპორტის სასახლე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც კონტინენტის 45 ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველო ევროპის ჩემპიონატს უკვე მესამედ მასპინძლობს, ბათუმი კი მეორედ. 2015 წელს ევროპის ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა, 2019 წელს ბათუმში და აღნიშნულ ტურნირს წელსაც ბათუმი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები საწვრთნელი შეკრების დასკვნით ფაზას ბათუმში გადახალისებული შემადგენლობით გადის. დღეს ქართველი ძალოსნები სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი აბულაძემ მოინახულეს, სპორტსმენებს შეხვდნენ და მზადების პროცესს გაეცვნენ.