ევროპელი ლიდერები მიესალმებიან ირანის ომში ცეცხლის შეწყვეტას

08 აპრ 2026

ევროკავშირის ლიდერები მიესალმნენ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ორკვირიან ზავს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა იქს-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დეესკალაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტა მოუწოდებს „ყველა მხარეს, დაიცვან შეთანხმების პირობები რეგიონში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა დაწერა, რომ  ეს შეთანხმება ქმნის ძალიან საჭირო შანსს საფრთხეების შესამცირებლად, რაკეტების შესაჩერებლად, ნაოსნობის განახლებისა და დიპლომატიისთვის გრძელვადიანი შეთანხმებისთვის  სივრცის შესაქმნელად“. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად იქნება დაცული მთელ რეგიონში მომდევნო დღეებსა და კვირებში და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ერთადერთი გზაა ხანგრძლივი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მაკრონი მიესალმა ირანის მზაობას ხელახლა გახსნას ჰორმუზის სრუტე და თქვა, რომ საფრანგეთი  15 პარტნიორ ქვეყანასთან ერთად მუშაობს საზღვაო მისიის გეგმაზე, რათა ხელი შეუწყოს ნაოსნობის აღდგენას. თურქეთი მიესალმა ირანის ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებს.  თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების აუცილებლობა და ყველა მხარის მიერ შეთანხმების პირობების დაცვა.