ისრაელის ოპოზიციის ლიდერი ნეთანიაჰუს პოლიტიკას აკრიტიკებს

08 აპრ 2026

ნეთანიაჰუმ განიცადა პოლიტიკური და სტრატეგიული მარცხი და ვერ მიაღწია მის მიერვე დასახული მიზნებიდან ვერც ერთ-წერს ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი სოციალურ ქსელში. მანამდე ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა აღნიშნა, რომ დროებითი ზავი ლიბანზე არ ვრცელდება. ლაპიდმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს პოლიტიკით მიყენებული ზიანის აღმოფხვრას წლები დასჭირდება და გააკრიტიკა ისრაელის არყოფნა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.