ქართული ხორბალი იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლების ნუსხაში

11 ნოე 2025

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ იუნესკო-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა.