08 აპრ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე თბილისში დაგეგმილ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებულ პრესკონფერენციას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ნოზაძემ, ვიცე-პრეზიდენტებმა - დავით ქევხიშვილმა და გიორგი ათაბეგაშვილმა. 16-19 აპრილს თბილისში ძიუდოს კონტინენტის პირველობა ჩატარდება და მასში მონაწილეობას 46 ქვეყნის 410 სპორტსმენი მიიღებს. ჩვენი გუნდი კი ევროპის ჩემპიონატზე პირველად იქნება სრული შემადგენლობით.