08 აპრ 2026
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის გიორგი ერაძის ინფორმაციით, ბოლო 7 თვის განმავლობაში კომპანიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა - მიმდინარე წელს 5 მლნ ლარით შემცირდა კრედიტორული დავალიანება, ხოლო მისი განულება წლის ბოლომდე იგეგმება; 2026 წელს „საქართველოს ფოსტა“ ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ემზადება მომგებიან ეტაპზე გადასასვლელად. ჯამურმა ოპტიმიზაციამ 23.4 მლნ. ლარი შეადგინა.
როგორც გიორგი ერაძემ განაცხადა, განხორციელებული ცვლილებები ემსახურებოდა ერთ მთავარ მიზანს – ოპერაციული ეფექტიანობის ზრდას, ფინანსური სტაბილურობის აღდგენას და კომპანიის მდგრად განვითარებაზე გადასვლას.