08 აპრ 2026
რკინიგზის სექტორის განვითარების მიზნით, საქართველოს რკინიგზამ, 2026-2028 წლების განვითარების გეგმა შეიმუშავა. მათ შორის უწყება, მგზავრთა კომფორტული გადაყვანისა და სისწრაფის გაზრდის მიზნით, 50 ახალ ლოკომოტივსა და 1500 ახალ ვაგონს შეიძენს. დედაქალაქიდან ქუთაისისა და ახალციხის მიმართულებით ახალი რეისები დაემატება, ხოლო დაგეგმილ და უკვე არსებულ მიმართულებებზე კი საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ახალი მატარებლებით მოემსახურება.