შეხვედრა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ახალგაზრდებთან

12 ნოე 2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი   სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ახალგაზრდებს შეხვდა.    დავით სონღულაშვილმა ახალგაზრდებს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.  ისაუბრა მეღვინეობა-მევენახეობის, სატყეო რეფორმის, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების და პლასტიკის მოხმარების შემცირების მნიშვნელობის საკითხებზე.