ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი

12 ნოე 2025

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე. ადგილობრივი მკვიდრის   მიმართ, რომელმაც   საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, გადატანილია ბოლნისის „საქმიან ეზოში“.