09 აპრ 2026
სიტყვიერი დაპირისპირება იყო 9 აპრილის მემორიალთან. აქციებისას დაკავებულების მშობლები და მათი მხარდამჭერები 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებს დაუპირისპირდნენ.
ადგილზე ორი უცნობი პირი მივიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა – „ნაცებო, ნაცებო“. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება და ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
9 აპრილის მემორიალთან სამართალდამცავები მივიდნენ და მემორიალის გარშემო არიან განლაგებული.