09 აპრ 2026
ოთხმა ასტრონავტმა, რომლებიც ნასას Artmemis 2 მისიით მთვარის ყველაზე შორეული წერტილიდან ბრუნდებიან, კოსმოსიდან პირველი პრესკონფერენცია გამართა.
ასტრონავტებმა ჟურნალისტებს მოგზაურობისა და ორიონის კაფსულაში გატარებული დროის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი გაუზიარეს.
„ჩვენ შეგვიყვარდა ,,ორიონში'' ცხოვრება“, - განუცხადა ნასას ასტრონავტმა კრისტინა კოხმა მედიას და აღნიშნა, რომ მას მოენატრება ეკიპაჟის წევრებთან ასე ახლოს ყოფნა და საერთო საქმის კეთება.
Artmemis 2 ეკიპაჟი, რომელიც გასულ კვირას ფლორიდიდან სტარტის შემდეგ ორიონის კაფსულაში იმყოფება, მთვარეს კვირის დასაწყისში მიაღწია და მის დაჩრდილულ შორეულ მხარეს გასცდა.
ნასას ასტრონავტები რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი, ასევე კანადელი ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი, არტემისის პროგრამის ფარგლებში მრავალმილიარდიანი მისიების სერიის ასტრონავტების პირველი ტალღაა, რომლის მიზანია 2028 წლისთვის ადამიანების მთვარის ზედაპირზე დაბრუნება და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში აშშ-ს გრძელვადიანი მისიისთვის საფუძვნის ჩაყრაა, რაც მარსზე პოტენციური სამომავლო მისიებისთვის მთვარის ბაზის შექმნას გულისხმობს.
ეკიპაჟი დედამიწაზე პარასკევს, არმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათზე დაბრუნდება და კალიფორნიის შტატის სან დიეგოს სანაპიროსთან დაეშვება, რათა თითქმის 10-დღიანი მისია დაასრულოს.