თეთრი სახლის წინ ირანის წინააღმდეგ ომის შეწყვეტა მოითხოვეს

09 აპრ 2026

თეთრი სახლის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა  აშშ-ს, ისრაელსა და ირანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ირანის, პალესტინის და ლიბანის დროშებით ქუჩაში გამოსული მომიტინგეები  თითქმის ექვსი კვირის წინ დაწყებული სამხედრო კამპანიის შეწყვეტას მოითხოვდნენ.

აშშ და ირანი ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ორი კვირით შეჩერებაზე შეთანხმდნენ, თუმცა გუშინ  ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული ყველაზე მძიმე დარტყმების შედეგად 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა და აშშ-მ განაცხადეს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ ითვალისწინებს ლიბანს, თუმცა პაკისტანმა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალია, განაცხადა, რომ ზავი ბეირუთსაც მოიცავს.  ირანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ლიბანი უნდა შედიოდეს აშშ-სა და ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერ შეთანხმებაში.