09 აპრ 2026
ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა თითქმის არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, - ამას გემების თვალთვალის ვებსაიტ მარინ ტრეფიკის მონაცემები ცხადყოფს. ტრამპი თავის სოციალურ პლატფორმაზე, ირანისთვის წაყენებული ულტიმატიმის ვადის გასვლამდე ორ საათზე ნაკლები დროით ადრე ირანს ჰორმუსის სრუტის გაუხსნელობის შემთხვევაში , გამანადგურებელი დარტყმებით დაემუქრა. შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი 28 თებერვალს დაიწყეს. ირანმა სპარსეთის ყურეში ისრაელისა და აშშ-ის სამიზნეებზე დარტყმებით უპასუხა და ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეზღუდა.